ამირან გამყრელიძე - ვიდრე არ გვექნება სტაბილური ეპიდსიტუაცია, აჭარაში სწავლის პროცესი დარჩება დისტანციურ რეჟიმში
ამირან გამყრელიძე - ვიდრე არ გვექნება სტაბილური ეპიდსიტუაცია, აჭარაში სწავლის პროცესი დარჩება დისტანციურ რეჟიმში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებამდე სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება.

„ჯერჯერობით, ვიდრე აჭარაში სტაბილური ეპიდსიტუაცია არ გვექნება, სწავლის პროცესი დარჩება ონლაინ რეჟიმში. რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, იცით, რომ შეჩერდა ტრანსპორტი, შიდა მოძრაობა, ასევე 22:00 საათზე რესტორნების დაკეტვა და ზოგადად მობილობა. ხანდაზმულებისთვის, განსაკუთრებით აჭარაში გააჟღერეთ გზავნილი – დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.