ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გრძელდება, საპატრიარქოს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს
ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გრძელდება, საპატრიარქოს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს

გუშინ მქონდა კომუნიკაცია მაღალი იერარქიის პირებთან. ვფიქრობთ, კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც შარშან, საგანგებო მდგომარეობის დროს და წინასააღდგომო პერიოდში საპატრიარქომ სერიოზული მხარდაჭერა გამოხატა სამედიცინო სექტორისა და მოსახლეობის მიმართ, ასევე იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქოსთან კომუნიკაცია გრძელდება. როგორც გამყრელიძე ამბობს, მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„წმინდა სინოდის განჩინებაში გახლავთ დაფიქსირებული მათი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათთან კომუნიკაცია გრძელდება. მათ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.