ამირან გამყრელიძე - ვანგარიშობთ, რომ იმუნური ფენა ქვეყანაში დღეს გვყავს დაახლოებით 54 პროცენტი, რომლებსაც ბუნებრივად ან ვაქცინით აქვთ გამომუშავებული იმუნიტეტი
ამირან გამყრელიძე - ვანგარიშობთ, რომ იმუნური ფენა ქვეყანაში დღეს გვყავს დაახლოებით 54 პროცენტი, რომლებსაც ბუნებრივად ან ვაქცინით აქვთ გამომუშავებული იმუნიტეტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული გათვლებით, ქვეყანაში დღეს იმუნური ფენა დაახლოებით 54 პროცენტია.

გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც ბუნებრივად, ან ვაქცინით აქვთ იმუნიტეტი გამომუშავებული.

„ჩვენი გათვლებით, ვინც აცრილია და პლუს გადატანილი აქვს, არის 54 პროცენტი. ე.წ. სეროპრელევანტობის კვლევამ, რომელიც ბოლოს ჩავატარეთ ზაფხულში, მოგვცა 42-პროცენტიანი გადატანის მაჩვენებელი, პლუს აცრები, და ვანგარიშობთ, რომ იმუნური ფენა ქვეყანაში დღეს გვყავს დაახლოებით 54 პროცენტი, რომელსაც ბუნებრივად ან ხელოვნურად ვაქცინით აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. ანუ მოსახლეობის დაახლოებით 46 პროცენტი არის მიმღები, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ამიტომაც არის ეს ტალღები, რაც გვაქვს. სულ მცირე 80 პროცენტი მაინც უნდა იყოს აცრილი, პლუს გადატანილი, ანუ იმუნური ფენა, რათა ჩვენ უფრო თავისუფლად ვიყოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.