ამირან გამყრელიძე - თბილისში კარვების მოწყობას არ ვაპირებთ, თუმცა დღეს და ხვალ იუსტიციის სახლის უკან შესაბამის სივრცეში მოქალაქეებს ნიმუშების აღება შეეძლებათ
ამირან გამყრელიძე - თბილისში კარვების მოწყობას არ ვაპირებთ, თუმცა დღეს და ხვალ იუსტიციის სახლის უკან შესაბამის სივრცეში მოქალაქეებს ნიმუშების აღება შეეძლებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის მსგავსად თბილისში არ იგეგმება კარვების მოწყობა, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტის აღებას შეძლებენ.

თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, იუსიტიციის სახლის უკან მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც დღეს და ხვალ მოქალაქეებს ტესტის გაკეთების საშუალება ექნებათ.

გამყრელიძის განმარტებით, კვლევა დაახლოებით 1000 ადამიანზე ჩატარდება, რათა დაადგინონ, რა ინტენსივობით ცირკულირებს ქვეყანაში ინფექცია.

„კარვებს არ ვაპირებთ, მაგრამ გვინდა, თბილისში გავზომოთ ინფექციის ცირკულირების ინტენსივობა და მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს, ხვალ იქნებიან ნიმუშის ამღებები და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ, მიბრძანდეთ, აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს პასუხი გექნებათ. გვაინტერესებს, დაახლოებით 1000 ადამიანზე როგორია ინფექციის გავრცელების ინტენსივობა. ეს კვლევები არის საშუალება, გეჭიროს ხელი პულსზე, რა ინტენსივობით ცირკულირებს ინფექცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი