ამირან გამყრელიძე - თბილისში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში
ამირან გამყრელიძე - თბილისში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში

თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრეკლიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია. მისი თქმით, ისინი ერთი ოჯახის წევრები და ოჯახის ახლო კონტაქტები არიან.

„ჩვენ დღევანდელი დილისთვის საქართველოში, 30 იანვრიდან ვანგარიშობ, გვაქვს 55 656 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა ღრმა კვლევებს. აქედან, ლაბორატორიულად დადასტურებული, დღევანდელი დილისთვის გვაქვს 757 შემთხვევა. გუშინ, ანუ 24 საათის განმავლობაში, დაემატა 11 ახალი შემთხვევა. აქედან ორი გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო ცხრა გახლავთ გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები.

ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი, ამ კონტაქტებიდან გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი ცხრას დაუდგინდა მათ კონტაქტებს ასევე კოვიდინფექცია. კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება და კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ხოლო კონტაქტების გადაყვანა ხდება თანდათან საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.