ამირან გამყრელიძე - საქართველოში როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების კუთხით ვითარება მართვადია
ამირან გამყრელიძე - საქართველოში როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების კუთხით ვითარება მართვადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით, ვითარება მართვადია.

„ტესტირების მონაცემებით, რომელიც მილიონზე ან 100 000 მოსახლეზე ითვლება, დღეს მილიონზე გვაქვს 213 000 „პისიარ“ ტესტი, ამას თუ დაამატებთ 100 000 მოსახლეზე ანტიგენზე დამყარებულ ტესტს, არა გვიშავს. ანუ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის სადღაც შუა მაჩვენებელზე ვართ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სერიოზულად რთულდება ეპიდსიტუაცია, ჯერჯერობით ეს ყველაფერი მართვადია. მხედველობაში მაქვს, რომ მართვადია როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ევროპის მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერჯერობით საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიცია უჭირავს.

„ბოლო კვირების განმავლობაში, ინტენსიური ზრდის მიუხედავად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არ არის ისეთი დიდი, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.