ამირან გამყრელიძე - სამწუხაროდ, საკმაო ინტენსივობით ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღეის მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის 1 678 წარმომადგენელია ინფიცირებული
ამირან გამყრელიძე - სამწუხაროდ, საკმაო ინტენსივობით ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღეის მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის 1 678 წარმომადგენელია ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ახალინფიცირებულებს შორის 1 469 სიმპტომიანი პაციენტია.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევებიდან 90 არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, საერთო ჯამში კი ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვი 1 678-ს შეადგენს.

გამყრელიძის განმარტებით, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები ინფიცირდებიან არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ ინფექციის ინტენსიური ცირკულაციის გამო, საყოფაცხოვრებო, ოჯახურ პირობებშიც.

„ახალინფიცირებულთა შორის ყველაზე მეტი – 1469 არის სიმპტომიანი პაციენტები, ორი გახლდათ დიალიზზე მყოფი პაციენტი. სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსივობით ინფიცირდება ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეს დილისთვის გვყავდა 90. სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ და ამიტომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. დღეისთვის ჩვენ გვყავს 1 678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2 პროცენტია. ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო, არამედ საყოფაცხოვრებო, ოჯახურ პირობებში, რადგან ქევყანაში ინფექციის ინტენსიური შიდა გავრცელება გვაქვს. ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლს კიდევ მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, რათა მაქსიმალურად დავიცავთ სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.