ამირან გამყრელიძე - საკარანტინო ზონების არსებობამ ძალიან გაამართლა ჩვენს ქვეყანაში, ამით მოვახდინეთ პრევენცია ინფექციის შემდგომი გავრცელებისა
ამირან გამყრელიძე - საკარანტინო ზონების არსებობამ ძალიან გაამართლა ჩვენს ქვეყანაში, ამით მოვახდინეთ პრევენცია ინფექციის შემდგომი გავრცელებისა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში 48 290 „პისიარ“ კვლევა ჩატარდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით არის კორონავირუსის 723 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა 45 707 გამოკვლეული შესაძლო შემთხვევებიდან.

„სულ ჩატარებულია ქვეყანაში 48 290 „პისიარ“ კვლევა, ლაბორატორიული კვლევები გაცილებით მეტია, სწრაფ ტესტებსაც თუ მიამატებთ დაახლოებით 5-დან 10 თასამდე უნდა დაემატოს. ამ დილით გვაქვს ორი დადასტურებული შემთხვევა, ერთი დაკავშირებულია თეთრიწყაროს ე.წ. სამედიცინო კლასტერთან და ეს არის შემთხვევა, კონტაქტის კონტაქტსისა და მეორე გახლავთ საკარანტინო ზონებიდან. საკარანტინო ზონას ვუსვამ ხაზს, რადგან ძალიან გაამართლა ჩვენს ქვეყანაში ამ ზონების არსებობამ და ყველა შემოსული ადამიანის კარანტინში გადაყვანამ. დაახლოებით 120-მდე ადამიანი გყვავს ჩვენ იდენტიფიცირებული კარანტინში, ამით პრევენცია გავაკეთეთ ინფექციის შემდგომი გავრცელებისა. ეს ადამიანები შედარებით თავისუფლად რომ ყოფილიყვნენ, ადვილად გაიტანდნენ ინფექციას. სიკვდილი გვაქვს 12. გამოჯანმრთელება 495. ეს საერთო ინიფიცრებულების 68%-ია. ცხელ წერტილად ქვეყანაში ამ ეტაპზე რჩება ერთი რეგიონის ერთი ადგილი. ორი სოფელი. ყველაზე დაძაბული სიტუაცია გვქონდა ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო, ამაზე მოდის 36% მთელი ინიფიცირებულებისა ქვეყანაში. ყველაზე მაღალი ახალი ინფიცრებულების რიცხვი გვაქვს ბოლნისში 161, შემდეგ მოდის თეთრიწყარო და შემდეგ მარნეული. თეთრიწყაროში იყო 58 ინფიცირებული და მარნეულში 38. ბოლნისში ცხელი წერტილი არის მუშევანი და გეტა, სადაც სერიოზული კვლევები მიმდინარეობს, გეტაში მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ ამ სოფლის და 320 ნიმუშიდან 18 დადებითი იყო, ყველა გადაყვანილი საავადმყოფოში, არიან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება მუშევანს, ეს უფრო მოზრდილი სოფელია და აქ ჩვენ გამოვიკვლიეთ 522 ადამიანი. სულ არის დაახლოებით 700-მდე მოსახლე აქტიურად არ თანამშრომლობდნენ ამ გამოკვლევებზე და დღესაც გრძელდება ეს. იქ 55 ადამიანს, ანუ 10%-ს დაუდასტურდა ვირუსი. 12 გარდაცვალებიდან ჩვენ სამი გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ამიტომ დღესდღეობით ისევ რჩება ჩაკეტილი და დარჩება. ორი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში ეს ორი სოფელი იქნება ჩაკეტილი, ვიდრე ყველას გამოკვლევა არ მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.