ამირან გამყრელიძე - რვადღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე
ამირან გამყრელიძე - რვადღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე

რვადღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე, –  ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს მერვე და მე-12 დღეს „პისიარ“ ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ.

„12-დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა რვა დღემდე, ანუ ხაზს ვუსვამ, რომ რვადღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. ანუ, საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მიდის რვადღიან კარანტინში. მერვე დღეს სახელმწიფოს ხარჯზე გაუკეთდებათ „პისიარ“ ტესტი და თუ ის უარყოფითია, მაშინ ისინი გამოდიან, თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მეთორმეტე დღეს უნდა ჩაიტარონ ასევე ტესტი, ისევ სახელმწიფოს ხარჯზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება.