ამირან გამყრელიძე - შეგვიძლია, რეალურად ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა საქართველოშიც დაიწყო
ამირან გამყრელიძე - შეგვიძლია, რეალურად ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა საქართველოშიც დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო.

ამის შესახებ გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენთან თანდათან რთულდება. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია. რეალურად, ჩვენთანაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი