ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაეცა, რაც მომატებული რისკია, რომ ეპიდვითარება გაუარესდეს
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაეცა, რაც მომატებული რისკია, რომ ეპიდვითარება გაუარესდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია გრძელდება. თუმცა, როგრც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაეცა. სწორედ ამიტომ, გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარების გაუარესების რისკი არსებობს.

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებელი რეკომენდაციები დაიცვან.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ იცით, გარკვეული შემსუბუქებები იყო, ჯერჯერობით მაინც ეპიდსიტუაცია მართვადია. ანუ, ჯანდაცვის სექტორზე დიდი ზეწოლა არ არის. მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაეცა, რაც პროგნოზულად ცუდია. მომატებული რისკია ეპიდსიტუაციის გაუარესების, მით უმეტეს შემსუბუქებების ფონზე. ბოლო მონაცემებით პირბადის ტარების მონაცემი გვაქვს 43 პროცენტი, სასურველია, რომ ეს მაჩვენებელი 95-მდე გაიზარდოს, მაგრამ პირველ ეტაპზე იქამდე, რაც გვქონდა, 72-75 პროცენტამდე. ორი კვირა, ცოტა მეტია, ერთ დონეზე ვრჩებით, ეპიდსიტუაცია სტაბილურია, მაგრამ რისკი იმისა, რომ გაუარესდეს, ნამდვილად არის. მეტი მოწოდება მოსახლეობას, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადის ტარება, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, დიდი თავშეყრის ადგილებზე თავის არიდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.