ამირან გამყრელიძე - მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ, ვთხოვ, მივიდნენ გამოსაკვლევად, ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე
ამირან გამყრელიძე - მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ, ვთხოვ, მივიდნენ გამოსაკვლევად, ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე

ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2 200 მასწავლებელია, რომლებიც ზაფხულში, აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდნენ აჭარაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, გამყრელიძე მოუწოდებს პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ, მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ და  კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაიტარონ.

„მოგახსენებთ, ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2 200 მასწავლებელია, რომლებოც ზაფხულში, აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდნენ აჭარაში. ისინი საქრთველოს ყველა რეგიონში დაექვემდებარენ გამოკვლევას. ამ დროისთვის, 2 200 მასწავლებლიდან გამოსაკვლევად მივიდა მხოლოდ 1 011, ანუ 46 პროცენტი, მათ შორის შვიდი დადასტურება გვაქვს. ყველა რეგიონში მასწავლებლებს ვთხოვ, ვინც ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით აგვისტოში, ბათუმსა და აჭარაში იმყოფებოდა, მივიდნენ გამოსაკვლევად, ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე. პედაგოგები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩაიტარონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.