ამირან გამყრელიძე - პანდემიის მართვა არ არის მხოლოდ იმ ადამიანთა პასუხისმგებლობა, რომლებიც ამას მართავენ, აქ უნდა იყოს სერიოზული დამყოლობა
ამირან გამყრელიძე - პანდემიის მართვა არ არის მხოლოდ იმ ადამიანთა პასუხისმგებლობა, რომლებიც ამას მართავენ, აქ უნდა იყოს სერიოზული დამყოლობა

პანდემიის მართვა არ არის მხოლოდ იმ ადამიანთა პასუხისმგებლობა, რომლებიც ამას მართავენ. მოგეხსენებათ, აქ უნდა იყოს სერიოზული დამყოლობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, როდესაც დამყოლობა იყო უკეთესი, საზოგადოება და მართვის სადავეებთან მდგარნი იყვნენ ერთად, პანდემია იმართებოდა.

„მე ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი, როდესაც დამყოლობა იყო უკეთესი შარშანდელ გაზაფხულზე, როცა ჩვენ ყველა ვიყავით ერთად, იყო დიდი სოლიდარობა ქვეყანაში პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და ვინც მართავდა პანდემიას, ვინც ვიყავით ამ მართვის სადავეებთან, ასევე, თავად საზოგადოება ვიყავით ერთიანი, მაშინ პანდემია იმართებოდა. როდესაც მოხდა შარშანდელი შემოდგომის დიდი ეპიდაფეთქება, რა ედო ამას საფუძვლად, წლევანდელი ეს დაუმთავრებელი გაზაფხული და შემდგომ ზაფხული, როცა ჩვენ მაინც არ ვართ ერთიანი ბევრ საკითხში, ეს გამოხატულებას პოულობს იმ საკითხში, რომელსაც თქვენ ახლა მეკითხებით, დიახ, სამწუხაროდ, ეპიდმაჩვენებლები გვიუარესდება ქვეყანაში, რაც არ არის კარგი“, – განაცხადა გამყრელიძემ.