ამირან გამყრელიძე - პანდემია ომზე ნაკლები არ არის, ამიტომ სამედიცინო ქსელი მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული
ამირან გამყრელიძე - პანდემია ომზე ნაკლები არ არის, ამიტომ სამედიცინო ქსელი მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო ქსელის მაქსიმალურად მობილიზებაა საჭირო. მისივე თქმით, სამედიცინო მიმართულების მაღალი კურსის სტუდენტებისა და რეზიდენტების გადამზადება მიმდინარეობს, რათა ექიმებთან ერთად, მათ კოვიდინფიცირებულების დახმარება შეძლონ.

„საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომაზე და დღესაც იყო რეკომენდაცია, რომ სამედიცინო ქსელის მობილიზება მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ. აქ შედიან ჩემი კოლეგები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან და სამედიცინო მიმართულების მაღალი კურსის სტუდენტები, მეექვსე კურსზეა საუბარი, ასევე რეზიდენტები. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როდესაც საჭიროა, სრული მობილიზება უნდა მოხდეს, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ასევე მაათ შორის სტუდენტების. ქოლცენტრით მართვა, ადამიანების დარიგება, რეკომენდაციების გაცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ სწრაფი კურუკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადების, თუ რა უნდა იცოდნენ კოვიდზე. დარწმუნებული ვარ, ისინი ექიმთა ასისტენტებად თავისუფლად იმუშვებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.