ამირან გამყრელიძე - პაციენტების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით გარკვეული დაყოვნების მიუხედავად, თითქმის ყველას შესაბამისი დახმარება ეწევა
ამირან გამყრელიძე - პაციენტების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით გარკვეული დაყოვნების მიუხედავად, თითქმის ყველას შესაბამისი დახმარება ეწევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მართალია, პაციენტების ჰოსპიტალიზების დროს გარკვეული დაყოვნება არის, მაგრამ ძირთადად, ყველა ადამიანს შესაბამისი ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება ეწევა.

„დღეს ქვეყანაში 319 კრიტიკული ავადმყოფია, რომლებიც დამხმარე სუნთქვის აპარატებზე არიან. დაახლოებით ათასია ჟანგბადდამოკიდებული ადამიანი. ანუ, ესენი არიან საშუალო და მძიმე მიმდინარეობის პაციენტები. ყველა ეს პიროვნება სერიოზულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ვიცი, არის ხოლმე გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის, არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, ძირითადად ყველა ადამიანს, საჭიროების მიხედვით ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება ეწევა. დღეს აქტიური შემთხევების 30 პროცენტზე მეტი არის ჰოსპიტლებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი