ამირან გამყრელიძე - ნუ შეგეშინდებათ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ისეა გათვლილი, რომ არჩევნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია
ამირან გამყრელიძე - ნუ შეგეშინდებათ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ისეა გათვლილი, რომ არჩევნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიდან გამომდინარე, არჩევნებზე დაინფიცირების რისკი ძალიან მცირეა.

მისივე თქმით, აუცილებელია, არჩევნებზე მისულ ყველა მოქალაქეს პირბადე ეკეთოს.

„რაც შეეხება არჩევნებს, დამერწმუნეთ, ძალიან სერიოზული წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ისეა ეპიდასაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, მინიმალურია რისკი, რომ ადამიანები დაინფიცირდნენ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ. მით უმეტეს, აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე პირბადით, ათი წამის განმავლობაში  პირბადის მოხსნა არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვა არის გათვალისწინებული ხმის მიცემის პერიოდში, რათა არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.