ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შემდეგ, პასუხის გაგებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შემდეგ, პასუხის გაგებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ტესტის პასუხების დაგვიანებასთან დაკავშირებული პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია.

ამასთან,  გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, კორონავირუსზე  ტესტის პასუხის გაგებამდე, თვითიზოლაციაში იყვნენ, რათა არ გახდნენ ინფექციის გამავრცელებლები.

„მე ბოდიში მოვიხადე წინა სხდომაზე იმის გამო, რომ აჭარაში როცა დღეში გვქონდა 4, 5, 6 000 ტესტირება, ცოტა რთული გამოდგა მთლიანად რეგიონისთვის და ასევე დამატებითი ტვირთი ლაბორატორიებისთვის. ამიტომ ჰქონდა ადგილი პასუხის დაგვიანებას, რომელიც თანდათან სწორდება და გამოსწორდა. სრულად არა, მაგრამ დამერწმუნეთ, ორ სამ დღეში ისევ კალაპოტში ჩავდგებით, რადგან აჭარის ოპტიმალური ტესტირების მაჩვენებელი მერყეობს 1500-სა და 2000-ს შორის, რომელსაც აჭარის ლაბორატორიები თავისუფლად ადიან, 24 საათში მათ შეუძლიათ პასუხი გასცენ იქნება ეს საკარანტინო სივრცეები, თუ პაციენტები, მაგრამ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ ზოგადად, როცა განსაკუთრებით სიმპტომიან ადამიანს ან მასთან კონტაქტირებულს უღებენ სინჯს, სინჯის ამღებები ეუბნებიან, რომ თუ შესაძლებელია,პასუხამდე იყავით იზოლირებული, ნაკლებ  კონტაქტში ადამიანებთან, რადგან აჭარაში აღებული სინჯებიდან 4 პროცენტი გვაქვს დადებითობის მაჩვენებელი, ანუ 100 სინჯიდან ოთხია ხოლმე დადებითი, ის ოთხი დადებით თუ არ დარჩა ხოლმე სახლში, ის ინფექციის გამავრცელებელია. ამიტომ აუცილებელია გზავნილი – პასუხამდე ვიყოთ თვითიზოლაციაში და შემდეგ ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით“, – განაცხადა გამყრელიძემ.