ამირან გამყრელიძე - მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი, ეკონომიკას ვერ გააჩერებ და ადამიანებს მეტი სიღარიბისკენ ვეღარ უბიძგებ
ამირან გამყრელიძე - მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი, ეკონომიკას ვერ გააჩერებ და ადამიანებს მეტი სიღარიბისკენ ვეღარ უბიძგებ

დაავადების მართვის პოლიტიკა მთლიანად შეცვლილია გლობალურად და შეცვლილია საქართველოშიც. დღეს უკვე ძალიან მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ეკონომიკას ვერ გააჩერებ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცახადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა გაზაფხულთან შედარებით გაცილებით უკეთ არის მომზადებული და კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას სათანადოდ მართავს.

„დაავადების მართვის პოლიტიკა მთლიანად შეცვლილია გლობალურად და შეცვლილია საქართველოშიც. დღეს უკვე ძალიან მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ეკონომიკას ვერ გააჩერებ, ადამიანებს მეტი სიღარიბისკენ ვეღარ უბიძგებ. ამიტომ, საჭიროა აი, ამ დანისპირზე საუბარი. ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად მზად არის, ვიდრე გაზაფხულზე იყო. ამიტომ, ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად მეტ დაწოლას უძლებს, ვიდრე ეს გაზაფხულზე იყო მოსალოდნელი. ამიტომ, უნდა გაიხსნას ეკონომიკა და ამავე დროს, ინდა იყოს მზადყოფნაც. როგორც გრიპის დროს ჩვენ არ ვკეტავთ ქვეყანას, ქვეყანაში დიაბეტით 120 000 ოფიციალურად რეგსტრირებული პაციენტია და ერთი ამდენია, ვინც რეგისტრირებული არ არის. 240 ათასი დიაბეტით დაავადებული ავადმყოფისთვის ქვეყანას ხომ არ ვკეტავთ, ან რომელიმე ინფექცია როცა ჩნდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.