ამირან გამყრელიძე - მესამე ტალღა მთელ ქვეყანაშია დაწყებული, შემთხვევათა რაოდენობა მეტია თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში, თუმცა ყველგან გვაქვს ზრდის დინამიკა
ამირან გამყრელიძე - მესამე ტალღა მთელ ქვეყანაშია დაწყებული, შემთხვევათა რაოდენობა მეტია თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში, თუმცა ყველგან გვაქვს ზრდის დინამიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაწყებული.

თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მეტია თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარის რეგიონში, სხვა რეგიონებში კი ზრდის დინამიკა ფიქსირდება.

„მესამე ტალღა მთლიანად ქვეყანაშია დაწყებული, რადგან უკვე გვაქვს ჩვენ შიდა გავრცელება, საყოველთაო გავრცელება, ყველა რეგიონში. შემთხვევათა რაოდენობა ყველაზე მეტია თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, თუმცა ყველგან გვაქვს ზრდის დინამიკა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

გამყრელიძის განმარტებით, ენგურზე მომხდარ ტრაგედიამდე მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა.

„პატიოსნად გიდასტურებთ, რომ ვიდრე ეს დიდი ტრაგედია მოხდებოდა ენგურზე, ამ საკითხზე მანამდე იყო შესაბამის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე ვებინარი და ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი