ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ, ახლა სიტუაცია სტაბილიზაციისკენ არის, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ, ახლა სიტუაცია სტაბილიზაციისკენ არის, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, ინფექცია საქართველოში კვლავ სერიოზულად ცირკულირებს.

„ჩვენ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ პიკი და ამის შემდეგ სტაბილურად, თანდათან ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, ის, რაც არის და იგივე დღევანდელი შემთხვევები – 1 143, საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის სიტუაცია, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ინფექცია მაინც სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის მხოლოდ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად, მხოლოდ ერთია.

„დადასტურდა ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს. ახალი შტამის დადასტურება არ არის მარტივი, მას სჭირდება რამდენიმედღიანი გენეტიკური კვლევა. მოგეხსენებათ, რომ სამ შემთხვევაში გვქონდა ეჭვი, მაგრამ სამიდან ორ შემთხვევაში არ დადასტურდა, ერთში დადასტურდა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.