ამირან გამყრელიძე - კორონავირუსი დამიდასტურდა 29 დეკემბერს, ამ პერიოდიდან 120 დღის შემდეგ პირდაპირ ეთერში აცრა შემეძლება, ამას ნამდვილად გავაკეთებ
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსი დამიდასტურდა 29 დეკემბერს, ამ პერიოდიდან 120 დღის შემდეგ პირდაპირ ეთერში აცრა შემეძლება, ამას ნამდვილად გავაკეთებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რატომ არ აიცრა გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა. მისივე თქმით, წესის თანახმად, მას აცრა დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უწევს.

გამყრელიძე აცხადებს, რომ როგორც კი შეეძლება, პირდაპირ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაიკეთებს.

„გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები იყო, რატომ არ ავიცერი. იცით, გრიპზე ერთ-ერთი პირველი ვიცრები ხოლმე. დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ. ანუ როგორც კი 29 დეკემბრიდან 120 დღე გადაითვლება, შემეძლება, პირდაპირ ეთერში ავიცრა. დარწმუნებული იყავით, ამას ნამდვილად გავაკეთებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.