ამირან გამყრელიძე - კარგად იმართება ვითარება იმერეთში, სადაც მთლიანად ამოვწურეთ დიდი კლასტერის, 32-ე სკოლის მასწავლებლებისა და დაახლოებით 77 კონტაქტის კვლევა
ამირან გამყრელიძე - კარგად იმართება ვითარება იმერეთში, სადაც მთლიანად ამოვწურეთ დიდი კლასტერის, 32-ე სკოლის მასწავლებლებისა და დაახლოებით 77 კონტაქტის კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

მისივე თქმით, საკმად კარგად იმართება ვითარება სამეგრელოში, ასევე იმერეთში, სადაც 32-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მასთან დაკავშირებული დაახლოებით 77 კონტაქტის კვლევა დასრულდა.

„კახეთის სოფელ მატანთან მიმართებაში 11 შემთხვევაა, რაც ასევე უკავშირდება სადღესასწაულო დიდ სუფრას, რომელიც გორის რაიონში იყო, ამიტომ გვაქვს გორის რაიონსა და სოფელ მატანში შემთხვევები. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სხვა რეგიონებში. ამ ეტაპზე მშვიდად გამოიყურება სამცხე ჯავახეთის რეგიონი, საკმაოდ კარგად იმართება სიტუაცია სამეგრელოში, იმერეთში, სადაც ერთი დიდი კლასტერი გვაქვს და მთლიანად ამოვწურეთ ამ დიდი კლასტერის – 32-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების და მასთან დაკავშირებული დაახლოებით 77 კონტაქტის კვლევა. მინდა, მოგახსენოთ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევების ზრდა, რომელიც დღეს გვაქვს, იყო პროგნოზირებადი, როცა სერიოზულად გაიზარდა ქვეყანაში მობილობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.