ამირან გამყრელიძე - გვაქვს წინადადება, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ
ამირან გამყრელიძე - გვაქვს წინადადება, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ

ჩვენ შევედით წინადადებით, ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრითპისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა ის, რომ დახურულ შენობებში განსაკუთრებით გამკაცრდეს პირბადის ტარების აღსრულება.

„განსაკუთრებით ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება და ხუთ ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში, ამავე დროს თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. დღეს საუბარია, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება, მიეცა ეს დავალებები შესაბამის ორგანოებს. აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების, იქნება ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესიტვალები და ა.შ. ასევე ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრითპისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ, თუ ყველაფერი ეს არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება უკვე წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში, რადგან ყველა პარამეტრით და ინდიკატორით, ეს გახლავთ ინციდენტობის ინდიკატორი, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე არის ყველა იმის საფუძველი, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში. რთული პერიოდია, ზაფხულის პერიოდია და დავიცვათ ის, რაც დღეს დაწესებულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.