ამირან გამყრელიძე - სასწრაფოს ექიმის შემთხვევასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კონტაქტია იდენტიფიცირებული, კონტაქტების შესწავლა გრძელდება
ამირან გამყრელიძე - სასწრაფოს ექიმის შემთხვევასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კონტაქტია იდენტიფიცირებული, კონტაქტების შესწავლა გრძელდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში სასწრაფოს ექიმის ინფიცირების შემთხვევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს და უკვე ძალიან ბევრი კონტაქტია იდენტიფიცირებული.

„იდენტიფიცირებულია ძალიან ბევრი კონტაქტი. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა, მათ შორის ეპიდანამნეზის შეგროვებით და ასევე ტესტირებით. ათეულობით კონტაქტია. სადაც საჭიროა, ყველასთან მიმდინარეობს შესაბამისი ჩაღრმავებული კვლევა, სადაც საჭიროა. მათი სინჯის აღება ადგილზე ან ჩვენთან ხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედპერსონალის ინფიცირების ორი შემთხვევიდან ერთი ეროვნული ბანკის კლასტერიდან დაინფიცირდა, გამყრელიძემ უპასუხა, რომ დეტალებზე არ ისაუბრებს, თუმცა გარკვეული კავშირის არსებობას ადასტურებს.