ამირან გამყრელიძე - დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი, აცრის დღიური მაჩვენებელი კი 1 000-ზე მეტია, თუმცა მცირეა იმასთან შედარებით, რაც გვჭირდება
ამირან გამყრელიძე - დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი, აცრის დღიური მაჩვენებელი კი 1 000-ზე მეტია, თუმცა მცირეა იმასთან შედარებით, რაც გვჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 20 622 ადამიანი.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აცრის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 1 200-ის ფარგლებშია.

თუმცა, გამყრელიძე ამბოს, რომ საჭიროა ქვეყანაში დღიურად 3 000-დან 4 000-მდე აცრა.

„ 11 აპრილს აიცრა 928, კვირა იყო და ოდნავ დავარდნილია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საშუალო გვაქვს დაახლოებით, 1200-ის ფარგლებში. მოგეხსენებათ, გუშინწინ გვქონდა დაახლოებით 1 400, იმის წინ 1 500 და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ აცრის დღიური მაჩვენებელი 1 000-ზე მეტია, ეს მაინც მცირეა იმასთან მიმართებაში, რაც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3 000-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა, რომ მარტ-აპრილში ქვეყანაში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ. დაახლოებით 3 000-დან 4 000-მდე აცრა თუ გვექნა, მარტ-აპრილ-მაისში სადღაც 200 000-დან 300 ათასამდე ერთჯერადად აცრილი და დაახლოებით 50 000-მდე ორჯერადად აცრილი ადამიანი გვეყოლება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ამ სამ თვეში აცრის აღნიშნულ მაჩვენებელზე გავიდეთ. გასაგებია, რომ მასობრივი აცრები ჩვენთან დაიწყება, დიდი ალბათობით, ივლისში, როდესაც გვექნება შესაბამისი დოზები, სულ მცირე მარაგში ყოველთვის გვექნება ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინისა. მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ აუცილებელი რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.