ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 38 000-მდე ადამიანია გრიპზე აცრილი, რაც ცოტაა, ვაქცინა არის საკმარისი და ავიცრათ
ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 38 000-მდე ადამიანია გრიპზე აცრილი, რაც ცოტაა, ვაქცინა არის საკმარისი და ავიცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის 38 000-მდე ადამიანია აცრილი, რაც ცოტაა.

გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა აქტიურად ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები.

„უკვე თან და თან აცივდა ქვეყანაში, ვირუსების სეზონია, ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს, არ ცირკულირებს, მაგრამ ალბათ მალე გამოჩნდება, თუმცა სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ აქტიურად, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც ეკუთნის, და რის ჯგუფებისთვის ვაქცინა საკმარისია, ასევე კერძო სექტორს აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ავიცრათ. დღევანდელი დღით აცრილია 38 000-მდე ადამიანი ქვეყანაში, ეს ცოტაა, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 235 000 დოზა ვაქცინის ქვეყანაში, აქედან 38 000 უკვე აცრილია. ასევე გატანილი აქვს ჯარს და იცრება ჯარი, იცრება პოლიცია, ჩემი კოლეგები. კარგია, რომ 5 000 დიაბეტიანია აცრილი, დიალიზზე მყოფი 2 400 ადამიანია აცრილი, რაც კარგია, აცრილთა რაოდენობა მოხუცთა ბავშვთა სახლებში უკვე 1000-ია. ჩემი კოლეგები დაახლოებით 13 000-ია აცრილი, მაგრამ ცოტაა, სასურველია, ყველა იქნას აცრილი, რადგან ისინი კოვიდის წინა ხაზზე არიან. მე გითხარით ერთ-ერთი სტატიიდან ამონარიდი შარშანდელი დიდი რეტროსპექტული კვლევის, რომ გრიპზე აცრილებიდან, ვინც კარგად იცავდა გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, გაზაფხულზე თითქოს ნაკლებად დასნებოვდნენ კოვიდით. ეს არ არის მკაცრი მტკიცებულება, მაგრამ ფაქტია, რომ გრიპზე თუ აცრილი ხართ, აღარ გვექნება ამ ორი ინფექციის ზედდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრლეიძის თქმით, არასწორია შეხედულება, თითქოს გრიპის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუნიტეტი სუსტდება. გამყრელიძის თქმით, საშუალოდ ათ დღემდე სჭირდება გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიური იმუნიტეტის გამომუშავებას, თუმცა გრიპის ანტიგენით იმუნიტეტი არათუ სუსტდება, პირიქით, სტიმულირდება.

„გრიპის აცრის შემდეგ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება 7-დან დაახლოებით 12-14 დღემდე. როცა შეგყავს გრიპის ანტიგენი, პირიქით ამ დროს იმუნიტეტი სტიმულირდება, გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება საშუალოდ 10 დღმდე, ის შეხედულება, რომ სუსტდება, არა – პირიქით“, – გნაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი