ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, არ ვფიქრობ, რომ ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონიძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა
ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, არ ვფიქრობ, რომ ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონიძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დაწესდეს ისეთივე ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები, როგორიც იყო.

ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, არ ვფიქრობ, რომ იქნება იმის აუცილებლობა, ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონიძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა, არა. ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით – „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის მატება, შესაძლებელია იყოს, ეს დასაშვებია და ამას თავისუფლად მართავს ჯანდაცვის სისტემა ყოველგვარი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.