ამირან გამყრელიძე - დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო
ამირან გამყრელიძე - დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო

დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან. ამასთან, გამყრელიძემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ქვეყანაში, სხვადასხვა რეგიონში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული. ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან. საზოგადოება შევთანხმდეთ რა, სოლიდარული ხომ უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან. ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში. გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?

სერიოზულად გავაინტენსიუროთ აცრების პროცესი. ახლა ქვეყანაში ვაქცინების 100 000-ზე მეტი დოზის მარაგია. დღეს 1 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი აიცრა. ამ ეტაპზე, აპრილ-მაისში სულ მცირე 3 000-4 000 ადამიანის ყოველდღიურად აცრა გვჭირდება. დღეს გამოცხადდა, რომ იგეგმება ვაქცინაციის გაფართოება, ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფის, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ადამიანები არ მიდიან აცრაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.