ამირან გამყრელიძე - დღეს არსებულ ეპიდსიტუაციას თუ შევინარჩუნებთ, ტრადიციულ სტილში სწავლის აღდგენას საფრთხე არ დაემუქრება
ამირან გამყრელიძე - დღეს არსებულ ეპიდსიტუაციას თუ შევინარჩუნებთ, ტრადიციულ სტილში სწავლის აღდგენას საფრთხე არ დაემუქრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ყველა ზომა მიღებულია და ინფექციის გავრცელების რისკი მინიმუმადეა დაყვანილი.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი საშიშროება იმისა, რომ სწავლა არ დაიწყოს.

გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს არსებული ეპიდსიტუაცია თუ შენარჩუნდება, ტრადიციულ სტილში სწავლის აღდგენას საფრთხე არ დაემუქრება.

„პანდემიის შემდეგ, ორშაბათს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ყველა ზომა არის მიღებული და მინიმუმამდეა დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი.

ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არის არავითარი საშიშროება იმისა, რომ სწავლა არ დაიწყოს. თუ შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, სწავლის დაწყების არავითარი საფრთხე არ არის.

სწავლა დღეს ნაწილობრივ დისტანციურია. სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია თუ ასეთი იქნება, საკითხი განიხილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და სწავლის აღდგენას ტრადიციულ სტილში საფრთხე არ დაემუქრება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.