ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სერიოზული როლი ითამაშა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, ამიტომ „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი, როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელი
ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სერიოზული როლი ითამაშა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, ამიტომ „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი, როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე მიწვეული ვიყავი, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პოლიტიკურ სიმპათიებზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს საუბრის არც უფლება და არც სურვილი. მე აპოლიტიკური ფიგურა ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას. დღეს მიწვეული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი. დღეს წარმოვადგენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში და ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, მსგავს ღონისძიებაზე ოპოზიციამაც რომ დაპატიჟოს მივა თუ არა, ამირან გამყრელიძე აცხადებს: „გააჩნია ვინ დამპატიჟებს და როგორ“.