ამირან გამყრელიძე - არსებული მონაცემებით, ვირუსის გავრცელების პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში
ამირან გამყრელიძე - არსებული მონაცემებით, ვირუსის გავრცელების პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, გაუარესებულია.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში უნდა შევიდეს აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში.

„რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ჰელსმეტრიკის, ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, პიკში უნდა შევიდეთ დაახლოებით აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.