ამირან გამყრელიძე - არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან
ამირან გამყრელიძე - არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან

არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იგი პოლიტიკაში იყო 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე და ეს მისთვის განვლილი გზაა.

„არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია. მე პოლიტიკაში ვიყავი, 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012 წელს. მე არ გიმალავთ ჩემს ასაკს, 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი განვლილი გზაა, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ. მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან და ვაძლევ მათ საშუალებას, რომ მეტად გაიზარდონ. ხედავთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია, თურმე, სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში, იქნება ეს ჰეპატიტი, თუ სხვა კიდევ ბევრი დიდი გამოწვევა. მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი