ამირან გამყრელიძე - არავის გვინდა შეზღუდვები, მაგრამ სასწორზე დევს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე
ამირან გამყრელიძე - არავის გვინდა შეზღუდვები, მაგრამ სასწორზე დევს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე

არავის გვინდა შეზღუდვები, მაგრამ სასწორის პინაზე დევს ადამიანების ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ამ მასშტაბის პანდემია 100 წელია მსოფლიოში არ ყოფილა

პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავრი მეთოდია სწორედ ეს შეზღუდვები, რეგულაციები ვაქცინაციასთან ერთად. მესმის, ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ ჩვენ ესეთ დანის პირზე, ანუ ოქროს შუალედით უნდა ვიაროთ. გარკვეული პერიოდი კიდევ გვექნება შეზღუდვა, გვექნება შემსუბუქება იმის მიხედვით, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, რადგან მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა. მოგეხსენებათ, რა მძიმე ნოემბერი და დეკემბერი გვქონდა, როდესაც დღეში საქართველოში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა და რომ არ დაწესებულიყო ნომებრის ბოლოს შეზღუდვები, ჩვენ აღმოვჩნდებოდით საკმაოდ რთულ მდგომარეობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.