ამირან გამყრელიძე - არავინ მალავს, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთული, მაგრამ მართვადია
ამირან გამყრელიძე - არავინ მალავს, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთული, მაგრამ მართვადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული, მაგრამ მართვადია. მისივე თქმით, მართალია, პაციენტების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა საჭიროების მიხედვით დახმარება ყველას ეწევა.

„არავინ არ მალავს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე სიტუაცია მართვადია. იგივე დილის მონაცემებით 350-მდე თავისუფალი საწოლი იყო, მათ შორის სასუნთქი აპარატების რამდენიმე ასეული იყო თავისუფალი. მესმის, ვიცი, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები სტაციონარიზაციაში, მაგრამ საბოლოოდ, ვისაც სჭირდება სტაციონარი, ის სტაციონარში თავსდება. სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.