ამირან გამყრელიძე - არ შევიქმნათ ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, ამ შეზღუდვების მთავარი დანიშნულებაა, როგორმე შევაჩეროთ ინიფიცირების ზრდა ქვეყანაში
ამირან გამყრელიძე - არ შევიქმნათ ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, ამ შეზღუდვების მთავარი დანიშნულებაა, როგორმე შევაჩეროთ ინიფიცირების ზრდა ქვეყანაში

ჩვენ არ შევიქმნათ ახლა ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, ამ შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, როგორმე შევაჩეროთ ინიფიცირების ზრდა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო ორთვიანი პოლიტიკური პროცესი შეზღუდვები უფრო ადრე გამოცხადდებოდა. 

„როგორც იცით, სექტემბრის 10 რიცხვამდე საქართველო მიდიოდა საკმაოდ კარგი, ერთ-ერთი საუკეთესი მაჩვენებლით, დაახლოებით 1 500-მდე ინფიცირებული 19 გარდაცვლილი, ჩვენი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამ ორთვიანმა პოლიტიკურმა პროცესმა და მანამდე კიდევ საკმაოდ ლიბერალურმა ჩვენმა მიდგომა, ზაფხულში ჩვენ დავიჯერეთ, ილუზია შევიქმენით, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, ამან ითამაშა სერიოზული როლი. მობილობის ზრდამ განსაკუთრებით აგვისტოში, შემდეგ მობილობის ზრდამ წინასაარჩევნო კამპანიაში, შემდგომ საარჩევნო დღე. მოგეხსენებათ, რომ როცა 2 მილიონი ადამიანი გამოდის ერთდროულად გარეთ, ყველაფერმა ამან თანმდევნმა პროცესებმა ერთობლიობაში ითამაშა სერიოზული როლი, რომ ჩვენ ავედით ჯერ სამნიშნა ციფრზე, მერე ოთხნიშნაზე და გვაქვს 3-4 ათასი დადასტურებული შემთხვევა. პროგნოზულად ეს არის ის დადასტურებული, რასაც დღეს სისტემა ავლენს, დიაგნოსტიკას უკეთებს. ახლა შეზღუდვების ორთვიანი პროგრამა გამოცხადდა. ჩვენ 24 დეკემბრამდე გვექნება საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, მაგრამ ეს არ არის ძალიან მკაცრი, რადგან ჩვენ გარკვეულად ვისწავლეთ თანაცხოვრება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უკვე 55-დან 60 პროცენტამდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც არ არის ცუდი, მაგრამ 95 პროცენტზე რომ ავიდე, უფრო შემცირდება ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი.

„ყველა უნდა ვეცადოთ და დავიცვათ რეგულაცია. დისტანცირების რეგულაცია, არ უნდა გავაკეთოთ თავყრილობები, ქორწილები, ჭირის სუფრები, იგივე დიდი თავშეყრები სხვადასხვა მიზეზით, ეს არის რომელიც აგენერირებს ინფექციის სწრაფ გავრცელებას. ჩვენ არ შევიქმნათ ახლა ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, ამ შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, როგორმე შევაჩეროთ ინფიცირების ზრდა ქვეყანაში. უნდა შედგეს სოლიდარობის კონსენსუსი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამედიცინო პერსონალს შორის. კოვიდკლინიკებში დღეს ძალიან რთული სამუშაოა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხალხს ყველანაირი პირობა შევუქმნათ, რომ ნაკლები ადამიანი მოხვდეს სტაციონარებში, რათა დროულად მოხდეს ადამიანების მკურნალობა. დღეს საქართველოში 15 ათასი ტესტი გაკეთდა, საქართველოსთვის ეს ცოტა არ არის, კიდევ გაიზრდება ეს რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს ინფიცირების გამოვლენა. თუ ამ დაავადება რამე პოზიტივი აქვს, ეს არის შემთხვევათა დიდი პროცენტი მიდის მსუბუქად, უსიმპტომოდ ან საშუალო სიმძიმით, რომელიც ბინაზე იმართება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ოჯახის ექიმებზეც და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, რათა მასთან საჭიროების შემთხვევაშ ჰქონდეს კონტაქტი.

„დღეს საქართველო ოჯახის ექიმი და პირველადი ჯანდაცვის ექიმი არის დაახლოებით 2500-დან 3000-მდე. გარდა ამისა, გამოცხადდა მობილიზაიცა ექიმების, ვინც არ იყვნენ დასაქმებული, ან პენსიაში იყვნენ გასული, რომლებსაც შეუძლიათ ქოლცენტრებში მუშაობა. ასევე 1800-მდე სტუდენტების მომზადება მოხდა, რომლებსაც შეუძლიათ, დაეხმარონ ინფიცირებულებს ბინაზე მკურნალობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.