ამირან გამყრელიძე - ახალი შტამის სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, მათთან დაკავშირებულია 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით, არის მუტირებული შტამები
ამირან გამყრელიძე - ახალი შტამის სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, მათთან დაკავშირებულია 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით, არის მუტირებული შტამები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე დადასტურებულია სამი შემთხვევა და მათთან პირდაპირ კავშირში მყოფი 31 ადამიანი, რომელიც სამ კლასტერს აერთიანებს.

„სამი დადასტურებულია სეკვენირებით და 31 ადამიანია მათთან დაკავშირებული, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამები, საუბარია ძირითადად ბრიტანულზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.