ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში ეპიდკვლევა ტარდება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში ეპიდკვლევა ტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში ეპიდკვლევა ტარდება.

„არაფერი საფრთხე არ არის. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა და ასევე, მათი ბიოლოგიური ნიმუშების აღება, ვინც იყო ინფიცირებულის კონტაქტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, შესაძლებელი არის თუ არა, პატრიარქს ტესტირება ჩაუტარდეს, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას კვლევების დასრულების შემდეგ მიიღებენ.

„იმის მიხედვით, როდესაც დამთავრდება ყველა კონტაქტირებული ადამიანის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, მიღებული იქნება შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დღესვე დასრულდება.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ვეფხვია ოდიშარია აცხადებს, რომ ჩვეულებრივად, ტესტირება მიდის პერმანენტულად.

„ეპიდემიოლოგები ატარებენ ტესტირებას. არაფერი განსაკუთრებული. ჩვეულებრივად, კანონმდებლობის მიხედვით მიმდინარეობს ყველა პროცედურა“, – აცხადებს ვეფხვია ოდიშარია.