საქართველო ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს
საქართველო ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია. სწორედ ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისთვის აქტიურობისკეს მოუწოდა. ვაქცინაციაზე საუბრისას, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს.

მისივე თქმით, ხვალ დამატებით „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა საქართველოში.

„ხვალ „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. ეს იქნება 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.