ამირან გამყრელიძე – თუ აბიტურიენტი „პისიარ“კვლევით კოვიდუარყოფითია, მაგრამ გარკვეული სიმპტომები აქვს, გამოცდას შესაბამის პირობებში ჩააბარებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში უნდა შეიცვალოს მიდგომა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით.
გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა სწორედ იმ რეგულაციებზე, რომლის დაცვითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება.
„მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ყოველწლიურად ზაფხულში ერთიანი ეროვნული გამოცდები, წელს პირველად ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები პამდემიის პირობებში. მთელი სამყარო დღეს ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში და ამან ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ალბათ უნდა შეიცვალოს მიდგომა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა იყრის თავს.
სწორედ დიდი მასის თავშეყრა წარმოადგენს გარკვეულ მომატებულ რიკს ინფექციის გავრცელებისა. ამ მომატებული რისკის საპასუხოდ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შეიძლება გახდეს წყარო შემდგომში ინფექციის მასობრივი გავრცელების. ამისთვის შემუშავდა სწორედ ის რეკომენდაციები, რაზეც იყო საუბარი“,- განაცხადა გამყრელიძემ, რომელმაც რეკომენდაციების რამდენიმე მიმართულებაზე ისაუბრა.
„კოვიდინფექციის მთავარი კლინიკური გამოვლინება არის რამდენიმე სიმპტომი – პირველ რიგში ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის უკამრისობა, შეიძლება იყოს ცემინებაც, მაგრამ ძირითადი არის მაინც ხველა და სუნთქვის უკმარისობა.
ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომებით ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოასტირებული, რათა არ შევიდეს გამოცდაზე ინფიცირებული. მოგეხსენებათ, იგივე სიმპტომები და განსაკუთრებით ზაფხულში შეიძლება ახასიათებდეს სხვადასხვა დაავადებას და ჩვენ აბიტურტიენტი არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომაროებაში, რომ თუ მას აქვს ალერგია, ან ჩვეულებრივი გაციება, სურდო და ზოგიერთებს ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსი აქვთ ხოლმე, არ დაიჩაგროს აბიტურიენტი და არ იყოს აუცილებლობა გამოცდის გადავადების ან მისი გამოცდაზე არ დაშვების.
კოვიდის დიაგნოზი, გარდა სიმპტომებისა, ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ლაბორატორიულად დასტურდება კოვიდი, მოლეკულური ტექნოლოგიით. მაშინ არ დაიშვება გამოცდებზე. ამიტომ თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები, მომატებული ტემპერატურა 37 და ზემოთ, აქვს ხველა, სუნთქვის გაძნელება, მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის რჩევით იქნება შემდეგ გამოკვლეული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ აბიტურიენტებისთვის კვლევა უფასო იქნება.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას აბიტურიენტებს უფასოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ჩაუტარებს. ამისთვის არ ექნებათ ფინანსური ტვირთი. საგამოცდო პროცესზე თერმოსკრინინგი აუცილებელი პროცედურა იქნება. თუ აბიტურიენტს აღენიშნება ტემპერატურა, აქვს წინასწარ გაკეთებული კოვიდზე ტესტი და ის უარყოფითია, არის შესაბამისი პროტოკოლი, როგორ ვიქცევით.
ანუ, ის დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც არის, არის სპეციალური პროტოკოლი – დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ გამოირიცხოს ყველა მოულედნელობა. სახელმწიფო დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ ტემპერტურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ დადასტურებული არ არის კოვიდნფექცია, გამოცდაზე აბიტურიენტის დაშვებაზე ბარიერი არ იყოს.
ამისთვის არის რამდენიმე ალგორითმი, რომელიც დეტალურად გაწერილია. ანუ, თუ „პისიარით“ კოვიდუარყოფითია და გარკვეული სიმპტომები აქვს, მას შეეძლება, გამოცდა ჩააბაროს შესაბამის პირობებში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.