ამერიკულმა ჯგუფმა „მეტალიკამ“ რუმინეთში ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობას 250 ათასი ევრო შესწირა
ამერიკულმა ჯგუფმა „მეტალიკამ“ რუმინეთში ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობას 250 ათასი ევრო შესწირა

ამერიკულმა ჯგუფმა „მეტალიკამ“ რუმინეთში ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობას 250 ათასი ევრო შესწირა. ეს ქვეყანაში პირველი ბავშვთა ონკოლოგიური ჰოსპიტალი იქნება.

საავადმყოფოს მშენებლობისთვის ფონდების მოძიება რუმინული ასოციაცია „დარუეჟსტე ვიატა“ ცდლობს.

სწორედ აღნიშნულმა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია მუსიკალური ჯგუფის შემოწირულობის შესახებ.

„ჩვენი მიზანია, სულ მცირე სიხარული მაინც მოვუტანოთ ავადმყოფ ბავშვებს ისევე, როგორც „მეტალიკა“ აბედნიერებს თავის თაყვანისმცემელს მთელ მსოფლიოში“, – განცხადა რუმინული ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კარმენ უსკატუმ.

მეტალიკას“ შემოწირულობის შესახებ ბუქარესტში 14 აგვისტოს ჯგუფის კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი. ეს რუმინეთში ამერიკული ბენდის რიგით მეოთხე კონცერტი იყო.

ბუქარესტში ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. პროექტი სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება. ჰოსპიტალის მშენებლობისთვის თანხები შეწირა 260 ათასმა პირმა და ორი ათასამდე კომპანიამ.

ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალის“ მონაცემებით, რუმინეთი ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.

„ევრონიუსის“ ცნობით, რუმინეთის მოქმედმა მთავრობამ რამდენჯერმე გადადო სამი რეგიონული საავადმყოფოს მშენებლობა, რომელთათვის ფინანსები ევროკავშირმა გამოყო