ამერიკული ტექნოლოგიური ლაბორატორიის, „ოფენ აის“ ხელმძღვანელი - მნიშვნელოვანია, ხელოვნური ინტელექტი განვითარდეს დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, მისი რეგულირება აუცილებელია
ამერიკული ტექნოლოგიური ლაბორატორიის, „ოფენ აის“ ხელმძღვანელი - მნიშვნელოვანია, ხელოვნური ინტელექტი განვითარდეს დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, მისი რეგულირება აუცილებელია

ამერიკული ტექნოლოგიური ლაბორატორიის, „ოფენ აის“ ხელმძღვანელი სემ ალტმანი ხელოვნური ინტელექტის ლიცენზირებასთან დაკავშირებით კონგრესში მივიდა.

პანელზე სიტყვით გამოსვლისას ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ტექნოლოგია მხარს უჭერს ხელმისაწვდომობის წინსვლას და შეუძლია, დაეხმაროს გადაწყვეტილებების მიღებას „ზოგიერთი ჰუმანიტარული მეცნიერების ყველაზე დიდ გამოწვევებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და კიბოს განკურნება“.

სემ ალტმანის განცხადებით, სამთავრობო რეგულირება გადამწყვეტია, რადგან ხელოვნური ინტელექტის სექტორი ვითარდება. ალტმანის თქმით, „ჩეთჯიფითის“ უახლეს მოდელს მკაცრად გამოცდიან, მაგრამ მთავრობების მარეგულირებელი ჩარევა გადამწყვეტი იქნება მზარდი მძლავრი მოდელების რისკების შესამცირებლად.

„ოფენ აის“ ხელმძღვანელმა ერთ ვარიანტად ლიცენზირება და ტესტირების მოთხოვნები დაასახელა.

„რასაც არ უნდა აკეთებდეს მთავრობა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ჰქონდეთ საკუთარი პასუხისმგებლობა და ხელოვნური ინტელექტი განვითარებული იყოს დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით. ხელოვნური ინტელექტის რეგულირება აუცილებელია“, – განაცხადა სემ ალტმანმა.