ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი შავ ზღვაში შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მეექვსე ფლოტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს სამხედრო წვრთნებში სახელწოდებით „სი ბრიზ 2019“ (Sea Breeze 2019).

„სამხედრო ხომალდ „კარნის“ შავ ზღვაში შესვლა და სამხედრო წვრთნა „სი ბრიზ 2019“-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ფლოტის ერთგულებას ამ უკიდურესად მნიშვნელოვანი რეგიონისა და პარტნიორებისადმი“, – განაცხადა აშშ-ის მეექვსე ფლოტის მეთაურმა, ვიცე ადმირალმა ლიზა ფრანჩეტიმ.

დინამიურ გარემოში, ჩვენი სამხედრო საზღვაო ძალები ევროპაში მზადყოფნაში არიან და აგრძელებენ რუტინულ ოპერირებას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – აცხადებს ვიცე ადმირალი.

საესკადრო ნაღმოსანი „კარნი“ აშშ-ისა და უკრაინის მასპინძლობით დაგეგმილ მანევრებში ჩაერთვება. „სი ბრიზ 2019“ -ში 19 ქვეყნის 3000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის სამხედროები ბულგარეთიდან, კანადიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-იდან, ნორვეგიიდან, საფრანგეთიდან საბერძნეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან.

მანევრები პირველ ივლისს დაიწყება და სწავლებაში ჩაერთვება 32 გემი და 24 თვითმფრინავი.