ამერიკული მსხვილი კორპორაციების ნაწილი უარს აცხადებს იმ კონგრესმენებისთვის შეწირულობის ჩარიცხვაზე, ვინც კონგრესის სხდომაზე ჯო ბაიდენის გამარჯვების გასაჩივრებას ცდილობდა
ამერიკული მსხვილი კორპორაციების ნაწილი უარს აცხადებს იმ კონგრესმენებისთვის შეწირულობის ჩარიცხვაზე, ვინც კონგრესის სხდომაზე ჯო ბაიდენის გამარჯვების გასაჩივრებას ცდილობდა

ამერიკული მსხვილი კორპორაციების ნაწილი უარს ამბობს იმ კონგრესმენებისთვის შეწირულობის ჩარიცხვაზე, ვინც 6 იანვარს კონგრესის სხდომაზე ჯო ბაიდენის გამარჯვების გასაჩივრებას ცდილობდა. ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სასტუმროების ქსელ „მერიოტ ინთერნეშენელის“ ხელმძღვანელობამ. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი უარს აცხადებენ, ყველა იმ კონგრემენისთვის შეწირულობის ჩარიცხვაზე, ვინც ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებაზე უარი თქვა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა სადაზღვევო კომპანია „ბლუ ქროს ბლუ შილდმა“ და ფინანსურმა ორგანიზაცია „სითიბანკმა“. მათი თქმით, ისინი შეაჩერებენ შეწირულობებს იმ კანონმდებლებისთვის, რომლებმაც აშშ-ის დემოკრატიული პროცესს ხელი შეუშალეს.

„ბანკ ოფ ამერიკამ“ „ფორდმა“ და სატელეკომუნიკაციო კომპანია „ეითი ენდ თიმ“ ასევე განაცხადეს, რომ ფინანსური შეწირულობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებში კონგრესმენების ქცევას გაითვალისწინებენ.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კონგრესში კანონმდებლებს ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ. მოგვიანებით კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ სხდომა განახლდა.

ამ სხდომაზე სენატორების ნაწილმა რამდენიმე შტატში ბაიდენის გამარჯვების გასაჩივრება სცადა, თუმცა კონგრესის ორივე პალატამ მათი მოთხოვნა უარყო და ბაიდენი გამარჯვებულად დაამტკიცეს.