ამერიკული მედია - ჩრდილო კორეა სირიას აღჭურვილობას უგზავნის, რომელიც შესაძლოა, ქიმიური იარაღისთვის გამოიყენება
ამერიკული მედია - ჩრდილო კორეა სირიას აღჭურვილობას უგზავნის, რომელიც შესაძლოა, ქიმიური იარაღისთვის გამოიყენება

ჩრდილო კორეა სირიას აღჭურვილობას უგზავნის, რომელიც შესაძლოა, ქიმიური იარაღისთვის გამოიყენება – ამის შესახებ ამერიკული მედია გაერო-ს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მასალებში შედის მჟავაგამძლე ფილები, სარქველები და მილები. ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ანგარიშის თანახმად, სირიის იარაღის მწარმოებელ ქარხნებში ჩრდილო კორეელი სპეციალისტებიც შენიშნეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში ქიმიური იარაღი კიდევ ერთხელ გამოიყენეს, თუმცა სირიის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.

სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღის საცავების განადგურების შესახებ 2013 წელს განაცხადა.