ამერიკული ლიგის ოფიციალური პარტნიორი - „ნიუ იორკ სიტის“ პაპუნაშვილის დამატება სურს
ამერიკული ლიგის ოფიციალური პარტნიორი - „ნიუ იორკ სიტის“ პაპუნაშვილის დამატება სურს

„ნიუ იორკ სიტი“ ცდილობს, ესპანეთში მოთამაშე ქართველი გიორგი პაპუნაშვილი დაიმატოს“ – ინფორმაციას „mlssoccer“ ავრცელებს.

ეს ინფორმაცია ღირებული იმითაა, რომ „mlssoccer“ ამერიკული ლიგის ოფიციალური პარტნიორი ინტერნეტ გევრდია.

პაპუნაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „რეალ სარაგოსას“ შემტევი ნახევარმცველია, რომელიც ესპანეთში 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამერიკული პორტალის ცნობით, „ნიუ იორკ სიტი“, რომელმაც საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ცდილობს, ესპანეთიდან ახალი ტრანსფერი განახორციელოს.

„გუნდს სურს, კონტრაქტი გაუფორმოს გიორგი პაპუნაშვილს, რომელსაც მეტსახელად პაპუს ეძახიან. 24 წლის ქართველი შემტევი ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „რეალ სარაგოსაში“ თამაშობს. მართალია, თანამშრომლობით ამერიკული კლუბიც და მოთამაშეც დაინტერესებულები არიან, მაგრამ „ნიუ იორკ სიტის“ ესპანური კლუბისა და მოთამაშისთვის ჯერ ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავს. პაპუნაშვილმა კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, გერმანიის ბრემენის „ვერდერში“ წარუმატებელი იჯარის შემდეგ, 2017 წელს „რეალ სარაგოსას“ შეუერთდა. არის საქართველო ნაკრების ფეხბურთელი, სადაც 14 მატჩშითავისი ქვეყნისთვის სამი გოლი გაიტანა“ – წერს „mlssoccer“.

კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ „ნიუ იორკ სიტი“ დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა დომე ტორენტიმ და ტექნიკურმა დირექტორმა კლაუდიო რეინამ და ამის გამო, კლუბი ჯერ მზად არაა, რომ „სარაგოსასთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს, როდესაც გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვევა, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ნიუ იორკულ კლუბს პასუხი, პაპუნაშვილი ახალი მენეჯერის საკადრო გეგმებში რამდენად ჩაჯდება.

“ნიუ იორკ სიტი“ საუკეთესო სეზონი ჩაატარა – აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლას მეოთხედფინალში „ტორონტოსთან“ წაგებით გამოეთიშა.