ამერიკული გამოცემა - მამუკელაშვილი განვითარებადი პროექტია [ვიდეო] #1TVSPORT 
ამერიკული გამოცემა - მამუკელაშვილი განვითარებადი პროექტია [ვიდეო] #1TVSPORT 

18 ივლისს „​ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ახალგაზრდა მოთამაშეებზე დასაკვირვებლად კიდევ ერთი ვარჯიში გამართა, სადაც 6 კალათბურთელს შორის სანდრო მამუკელაშვილიც იყო მიწვეული.

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, clutchpoints-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც თითოეული ეს მოთამაშე არის აღწერილი. ავტორი, რა თქმა უნდა, ქართველ კალათბურთელზეც წერს და მის სათამაშო უნარებს აფასებს.

„211 სანტიმეტრის სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც „სეტონ ჰოლში“ 4 სეზონი გაატარა, ვარაუდობენ, რომ დრაფტის მეორე რაუნდში აირჩევენ. სტუდენტურ ლიგაში მან ბოლოს საშუალოდ 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 1.1 ჩაჭრა დააგროვა, სამქულიანებს კი 33.6 პროცენტის სიზუსტით ისროდა.

მას შეტევაში სივრცეების კარგად ათვისების პოტენციალი აქვს, მაგრამ პროფესიონალების წინააღმდეგ ფარზე თამაშისას დიდ საფრთხეს, სავარაუდოდ, არ წარმოადგენს. მიუხედავად ასაკისა (22 წლის), ის განვითარებადი პროექტია.“

შეგახსენებთ, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა ივარჯიშა. NBA-ის 2021 წლის დრაფტი 29 ივლისს Barcleys Center-ში გაიმართება.