ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩრდილოეთის ზღვაში ჩამოვარდა
ამერიკული გამანადგურებელი „ეფ-15-სი იგლი“ (F-15C Eagle) ჩრდილოეთის ზღავში ჩამოვარდა.
შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელი ადასტურებს.
გამანადგურებელი საწვრთნელ ფრენას ახორციელდა.
ის დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლეიკენჰიტის სამხედრო ბაზიდან აფრინდა.
ბორტზე ერთი მფრინავი იმყოფებოდა.
თვითფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ უცნობია.