ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამი და ევროკავშირი შტატებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა

00:03, 01.05.2026

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამი და ევროკავშირი შტატებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა ევროკავშირი, ვიეტნამთან ერთად, 301-ე მუხლის მიხედვით, შტატებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სიაში დაამატა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ამავე სიიდან აშშ-მა არგენტინა და მექსიკა ამოიღო, რის მიზეზადაც ამ ქვეყნების მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით გაუმჯობესებები დასახელდა.

მსგავსი