აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა.

South China Morning Post – ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი გეგმავს, რომ კიმ ჩენ ინს ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის სიმღერის დისკი აჩუქოს, სახელწოდებით Rocket Man, რაც გულისხმობს ასტრონომს ან პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანი რაკეტა.

სახელმწიფო მდივანი კიმ ჩენ ინს დონალდ ტრამპის წერილსაც გადასცემს. შეგახსნებთ, 2017 წლის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს არაერთხელ უწოდა ადამიანი რაკეტა.

რაც შეეხება სახელმწიფო მდივანს, ეს მაიკ პომპეოს უკვე მესამე ვიზიტია ჩრდილოეთ კორეაში.