ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 55 054 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 55 054 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 55 054 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 14 აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა ნიუ იორკში. შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით დღე-ღამის განმავლობაში ნიუ იორკში ვირუსის 1 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის გავრცელების, ასევე ლეტალური შემთხვევების რაოდენობის კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველი ადგილზეა – ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შვიდ მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 203 918 ადამიანი.